მახინჯაურში მაგისტრალზე კერძო პლაჟამდე მისასვლელი რკინის ხიდი აიგება

22 ივლისი 2019, 21:20 2811 ნახვა

„მზიური გარდენსი“ მახინჯაურში პლაჟის ნაწილის ათვისებას გეგმავს და სანაპირო ზოლზე ზღვაში შეჭრილი აუზის მოწყობას აპირებს - კომპანიამ სარეკლამო მასალა უკვე გაავრცელა და აპარტამენტების გაყიდვაც დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერ არ დაუწყია სანაპირო ზოლით სარგებლობაზე შეთანხმება.

კომპანიის იდეის და გეგმების შესახებ ოფიციალურად არაფერი იცოდნენ ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში. „მზიური გარდენსის“ მენეჯმენტს კი შეთანხმების იმედი  აქვს - ამბობს, რომ ხიდით ყველა ისარგებლებს, სანაპიროზე კი ინფრასტრუქტურა ყველასთვის მოწესრიგდება. აქვს თუ არა ადგილი არაფორმალურად გაცემულ პირობას, ან არაფორმალურ შეთანხმებას?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში