​"მიჭირს თქმა, იქნება თუ არა საბჭო სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი"- ნატა ძველიშვილი

20 ივლისი 2019, 15:19 1312 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მოთხოვნა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების მისაღებად  ლეგიტიმურია. 

"აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა ჟურნალისტების როდესაც ისინი ითხოვენ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს, იმიტომ რომ ასეთ სიტყვით ეს გარანტიები ვერ მიიღება. ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს სხვა ტელევიზიებზე, თუნდაც "რუსთავი 2"-თან მიმართებაში. თუმცა რამდენად იქნება ეს საბჭო ამის გარანტი ძალიან მიჭირს ამის თქმა. მე ისიც არ ვიცი ვიქნები თუ არა ჯერ ამ საბჭოში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა შეთანხმებას მიაღწევს ახალი დირექტორი და გუნდი. რა ფუნქციები ექნება, რა ლეგიტიმაცია ექნება საბჭოს, ვინ იქნებიან და ა.შ  ბევრი დეტალია რომელიც უნდა გაირკვეს, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ვიქნებით თუ არა ამ საბჭოში წარმოდგენილები"-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში