ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში პარტიულ აქტივს გააქტიურებისთვის ერთი თვის ვადა მისცა

19 ივლისი 2019, 21:54 2352 ნახვა

შენიშვნები, საყვედური და მითითებები მერებს - აჭარაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა გუნდის წევრებს გააქტიურებისკენ მოუწოდა, ასევე მიუთითა აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების შესახებ.

 „მთავარის“ ინფორმაციით მუნიციპალიტეტების მერებმა დავალებებთან ერთად, საყვედურებიც მიიღეს - ოღონდ არა ყველამ. რამდენიმე მერის მუშაობისგან განსხვავებით, როგორც ჩანს ივანიშვილი კმაყოფილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარით - ამის დასტურია ისიც რომ „ოცნებამ“ პირველად შექმნა რეგიონული ორგანიზაცია და ახლა უკვე რეგიონთან ერთად თორნიკე რიჟვაძეს აჭარაში პარტიაც ჩააბარა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში