აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ქუჩა გადაკეტეს

19 ივლისი 2019, 18:05 2841 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჭიდავეები პატიმრობაში დატოვა . მათმა ახლობლებმა კი სასამართლოსთან  აქცია კვლავ გამართეს.  აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუტით ქუჩაც გადაკეტეს.   სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.  

დაკავებულების ახლობლებმა აქცია დღის პირველ ნახევარშიც გამართეს, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, მათი მტკიცებით 4 თვის წ3ინ მომხდარ  ინციდენტში 20-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებულებს შორის მთავარი დამნაშავეები არ არიან.  

საქმე ეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს  მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, შსს-მ ფაქტზე 5 პირი დააკავა. გამოძიება მათ ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში