პაატა სალია ''რუსთავი 2''-ში თანამშრომლებს ხვდება

19 ივლისი 2019, 15:14 938 ნახვა

რამდენიმე საათია „რუსთავი 2“-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორს და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს ხვდება.

ცოტა ხნის წინ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ   გაეცნო ტელევიზიის სტუქტურას და მუშაობის ტიპს, საღამოს კი ის ტელევიზიის ყველა ჟურნალისტთან ერთობლივ  შეხვედრას გეგმავს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში