რუსთავი 2-ში დღეს მე სამუშაო ვითარება არ დამხვდა - პაატა სალია

18 ივლისი 2019, 20:56 1692 ნახვა

''რუსთავი 2''-ის ახალმა დირექტორმა ტელეკომპანიის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პაატა სალიამ თქვა, რომ დღეს  არხზე სამუშაო ვითარება არ დახვდა.

''დღეს არ დამხვდა მე სამუშაო ვითარება, მოსალოდნელი იყო, რომ შეკითხვები იქნებოდა. ნაწილს გავეცი პასუხი, დანარჩენს შემდეგ გავცემ. ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშისგან უნდათ გარანტიები, რომ მათ არავინ შეეხებათ. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ,'' - ამბობს არხის ახალი მმართველი. 

პაატა სალიამ თქვა, რომ ხვალ ტელეკომპანიაში მივა. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს, არხის ახალი დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე დღეს დაელაპარაკება.

''ქიბარ ხალვაშს უნდა დაველაპარაკო, მოვა თუ არა არ ხვალ აქ არ ვიცი. ხვალ მე მოვალ 9-ზე ან 10ზე''.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში