ქიბარ ხალვაშის განცხადებით ნიკა გვარამიას ადვოკატი პაატა სალია შეცვლის

18 ივლისი 2019, 13:22 1479 ნახვა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' ხელმძღვანელი პაატა სალია იქნება, ის ნიკა გვარამიას ჩაანაცვლებს. 

ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამიაა.

''იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში