გახმაურებული საქმეების დაწინაურებული მოსამართლეები

17 ივლისი 2019, 21:17 114 ნახვა

გახმაურებული საქმეების მოსამართლეები სამუშაო ადგილებს იცვლიან - ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ინდირა მაშანეიშვილი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. დაწინაურდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიც - იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადადის.

სხვათა შორის კიკალიშვილი იმ საქმეს განიხილავდა, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებდა. ვინ გადაიბარებს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს აჭარაში და იქმნება თუ არა მოსამართლეების დეფიციტი ბათუმის სასამართლოში?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში