უფასო იურიდიული მომსახურება შუახევის მოსახლეობისთვის

17 ივლისი 2019, 10:14 1719 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს  იურიდიული მომსახურების მიღება უკვე ადგილზე შეუძლიათ.  საკონსულტაციო ცენტრი საზეიმო ვითარებაში  ცენტრის ხელმძღვანელმა გახსნა.

უწყებაში დასაქმებული ადგილობრივი სერვისკონსულტანტი სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერ საკითხზე გასცემს მათ შორის  მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია,  მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა,  შრომითი დავები, ძალადობა, და სხვა საკითხები. აჭარის მასშტაბით ეს მეორე იურიდიული  მომსახურების ცენტრია საქართველოში მოქმედ  საკონსულტაციო ცენტრებს შორის. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში