ბათუმში ''ქართული ოცნების'' პარტიული შეხვედრა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

17 ივლისი 2019, 10:49 4317 ნახვა

ბათუმში ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს''  პარტიული შეხვედრა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ის სასტუმრო ''ჰილტონში'' რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

პარტიის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ კომენტარს მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

აჭარაში იმყოფებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეხვედრაზე დასასწრებად უკვე მივიდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, 17 ივლისს,  პარტიულ პოსტს ჩააბარებენ.

ბათუმში იმყოფებიან ''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს წევრები.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. დამატებითი განცხადებები და კომენტარები ღონისძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში