ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს ხელფასების გაზრდის საკითხის შეჩერებას ითხოვს

16 ივლისი 2019, 18:06 1294 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი დარცმელიძემ, მაუწყებლის კანცელარიაში განაცხადი დატოვა.  იგი მრჩეველთა საბჭოს მიმართავს, მათთვის ხელფასის გაზრდის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.

შეგახსენებთ, ინიციატივა მრჩეველთა საბჭოს წევრ გიგა ჩხარტიშვილს ეკუთვნის, როგორც მან აღნიშნა, საკითხს მხარი კიდევ ორმა წევრმა დაუჭირა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ირაკლი დარცმელიძემ  თქვა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა,  არასწორად გაიგო, კერძოდ,  ეგონა გაზრდილი ხელფასები  მომავალ მრჩევლებს შეეხებოდა.

შაბათს მრჩეველთა საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, დღის წესრიგით სწორედ ამ საკითხს განიხილავენ, საბჭოს ორი წევრი გიორგი ირემაძე და ნატა იმედაიშვილი საკითხს მხარს არ უჭერენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში