"ჩვენ არ ვართ გავრილოვები" - საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

16 ივლისი 2019, 16:44 1764 ნახვა

საქართველოში მცხოვრებმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გამართეს. 

"დაიღალე პუტინით? გაატარე ზაფხული საქართველოში", რუსებს აქ უფრო კარგად ექცევიან ვიდრე რუსეთში'', ''ჩვენ არ ვართ გავრილოვები'', „დაიმახსოვრე კრემლო და პუტინო: – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, „პუტინს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“ - მსგავსი შინაარსი ტრანსფარანტებით მივიდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ანტისაოკუპაციო მოძრაობას სოლიდარობას უცხადებენ. 

„აქ მოვედით რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება რუსეთისა და საქართველოს შორის მიმდინარე მოვლენებზე. მნიშვნელოვანი რამ, მინდა ვუთხრა მათ, ვინც უყურებს და კითხულობს ინფორმაციას რუსეთში, რომ საქართველოში სიმშვიდეა. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში მისი კულტურის, ისტორიის, ბუნების შესასწავლად და თუ თქვენი გული ღიაა, თქვენ მოგექცევიან სიყვარულით.

მე აქ ექვსი თვეა ვცხოვრობ და ვხედავ, როგორი მეგობრულები არიან ქართველები. მე შემიძლია ვიდგე თბილისში და დავსვა კითხვები რუსულად თავისუფლად, თუნდაც სვანეთში ან ბათუმში. არავინ არ მიქმნის პრობლემას მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვსაუბრობ რუსულად. არ დაუჯეროთ რუსულ პროპაგანდას, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლევშიც ნიკალაიკმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში