ეროვნული ერთობისა და დემოკრატიის დღე - ღონისძიება თურქეთის საკონსულოში

16 ივლისი 2019, 10:32 1203 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკა ეროვნული ერთობისა და დემოკრატიის დღეს აღნიშნავს. 15 ივლისი სახელმწიფო მნიშვნელობის დღედ ოთხი წლის წინ გამოცხადდა.  თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რომელსაც 270 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა.

თარიღთან დაკავშირებით ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში ოფიციალური მიღება გაიმართა. სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

შესრულდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჰიმნები. თურქეთის გენერალურმა კონსულმა სტუმრებს აჩვენა კადრები, რომელიც მათივე მტკიცებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობას და ფეთჰულა გიულენთან  კავშირს ასახავს. როგორც იცით, ბრალდებას ფეთჰულა გიულენი დღემდე არ აღიარებს.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში