20 ივნისის საქმე - დაკავებულ 4 პირს და პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ

16 ივლისი 2019, 11:21 1227 ნახვა

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.დღესვე ბრალს წაუყენებენ  აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს.  

პროკურატურის ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე. აქციები პარლამენტთან კი სამ კვირაზე მეტია გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში