კონტრაბანდული სიგარეტი ბათუმის ქუჩებში

15 ივლისი 2019, 21:09 1124 ნახვა

კონტრაბანდული სიგარეტი ბათუმის ქუჩებში - თამბაქოზე გადასახადის ზრდის პარალელურად ქვეყანაში, არალეგალურად შემოტანილი, უაქციზო სიგარეტის რაოდენობაც იზრდება. მიუხედავად მებაჟე-ოფიცრების მიერ აღმოჩენილი არაერთი შემთხვევისა, დახლებს მიღმა კონტრაბანდული სიგარეტი მაინც იყიდება. ფასი დაბალია, მოთხოვნა მაღალი.

მოწევის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების პირდაპირპროპორციულად გაზრდილ უკანონო შემთხვევებს სტატისტიკაც ადასტურებს -  2019 წლის მხოლოდ სამ თვეში შემთხვევებმა,  2018 წლის 12 თვის ჯამს გადააჭარბა. მოწევა კლავს - ამის შესახებ ყველამ კარგად იცის, იციან იმ ადამიანებმაც, რომლებიც ყოველდღიურად კვეთენ თურქეთ-საქართველოს საზღვარს, მძიმე სოციალური პირობების ფონზე, შემოსავლის მისაღებად კი თავისუფალ ზონაში იაფად ნაყიდ თამბაქოს, საქართველოსა და თურქეთში ყიდიან. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში