ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს

15 ივლისი 2019, 15:18 1449 ნახვა

ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის  აჭარის  სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს. ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივნის განცხადებით,   ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და  ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.

  ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება  2018 წლის  აპრილში მიენიჭა.  ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში