ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში კვლავ მე-16 პოზიციაზეა

15 ივლისი 2019, 12:16 1109 ნახვა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტინგით კვლავ  მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ამ კვირას, მამაკაცთა ტურში სამი ტურნირი იმართება – ნიუპორტში, უმაგსა და ბაშტადში. ბასილაშვილს არც ერთში არ აქვს განაცხადი შეტანილი.

მომდევნო კვირას ნიკოლოზმა – ჰამბურგის ტურნირზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას. უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეულში  ნოვაკ ჯოკოვიჩი , რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ლიდერობენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში