საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს მოსავლის აღების ნება მისცა

25 აგვისტო 2016, 00:00 2304 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართული მხარისთვის მიცემული 5-საათიანი დრო ამოიწურა. ჩილინდარიშვილების ოჯახმა სადავო მიწა უკვე დატოვა. მათ მოსავლის აღება სრულად მოახერხეს. გორის რაიონის სოფელ სობისში დილიდან პროცესს სადამკვირვებლო მისიები და სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. მოლაპარაკება სწორედ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მოხერხდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს საკუთარ მიწაზე მოსავლის აღების ნება მისცა.

ამავე კატეგორიაში