საქართველოში ადამიანით ვაჭრობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა

13 ივლისი 2019, 13:08 2672 ნახვა

5 თვეში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ სულ 1395 დანაშაული ჩაიდინეს, გასული წლის იდენტურ პერიოდში ეს ციფრი 1001-იყო.

საანგარიშო პერიოდში ადამიანთა ვაჭრობას( ტრეფიკინგი) ადგილი 8 ჯერ ჰქონდა, ამათგან გახსნილი მხოლოდ 1 შემთხვევაა.

151 დღის განმავლობაში  თავისუფლების  უკანონო აღკვეთის  55-ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის იდენტურ პერიოდში  ასეთი 53  შემთხვევა იყო.

მიმდინარე წელს გაზრდილია მუქარის შემთხვევები, მხოლოდ 5 თვის განმავლობაში მუქარის 960 ფაქტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის იდენტური პერიოდის მაჩვენებელზე 300-ით მეტია.

დაფიქსირდა მძევლად ჩაგდების 1  ფაქტიც,  რომელიც დღემდე გახსნილი არ არის.

დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში