19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

10 ივლისი 2019, 21:57 1191 ნახვა

19 წლის „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა ყველას დიდი უპირატესობით გაასწრო, 214 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

„სარბიელის“ გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ. სამეულში ასევე მოხვდნენ ეროვნული ნაკრების წევრები, ჯაბა კანკავა და საბა კვირკველია.

''ვფიქრობ სანაკრებო დონეზე ყველაზე კარგი სეზონი იყო, საკლუბოზეც ნორმალური. ჯერ ფეხის მორჩენაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონი უფრო კარგი იქნება'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ჩაკვეტაძემ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში