"გახარია წადი", " არ შევეგუებით ოკუპაციას" - ევროპულ გზის ფორუმთან აქცია მიმდინარეობს

11 ივლისი 2019, 09:26 1610 ნახვა

"გახარია წადი", " არ შევეგუებით ოკუპაციას" - ბათუმში, შერატონში საერთაშორისო ფორუმთან აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები მართავენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ, ევროკავშირის წევრებს გააგებინონ მათი მოთხოვნა და მათი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადაყენების შესახებ დაკმაყოფილდეს.

''ჩვენი და პირადად ჩემი მესიჯია - ''არასდროს დავნებდებით! არ დავნებდებით ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ უბრალოდ აღარ დავუშვებთ საქართველოს ჰყავდეს თავის მოქალაქეებში სისხლში გასვრილი შსს მინისტრი. თუ გახარია არ გადადგება ჩვენ უფრო ავიმაღლებთ ხმას. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით. ვგმობთ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს. უნდა გადადგეს გახარია" - ამბობს აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი ზურა ბერძენიშვილი.

ბათუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეები ესწრებიან: ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში