პუტინი: “1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია გერმანიის დახმარებით”

10 ივლისი 2019, 12:17 2035 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარი ვერსია გუშინ მოყვა. ისიც თქვა, რომ  თავის დროზე, არწმუნებდა  მიხეილ  სააკაშვილს, არ დაეშვა სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, თუმცა იქ ომით წავიდა და შედეგი ცნობილია ამბობს რუსეთი პრეზინდეტი. პუტინის თქმით, რუსეთი უბრალოდ, იძულებული იყო, ეცნო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ერების დასაცავად.

აქვე განმარტავს,  ხალხი, რომელიც საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოსახლეობას. ინტერვიუს დროს  ყურადღება გაამახვილა გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მიმართვაზე და თქვა, რომ მსგავს შემთხვევებთან საჭიროა სერიოზული და სიღრმისეული მიდგომა, თუმცა  ასეთ გამოვლინებებზე რეაგირება საჭიროდ არ თვლის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში