რუსთავი 2-მა აქციის გამო შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა - აქცია ტელევიზიასთან გვიან ღამემდე გრძელდებოდა

08 ივლისი 2019, 10:55 1383 ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მაუწყებლობა დღეს დილით განაახლა. ეთერი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გათიშული იყო. 

გუშინ ღამით, ტელევიზიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  განაცხადა, რომ არხი წყვეტს მ​აუწყებლობას მანამ, ვიდრე ჟურნალისტების უსაფრთხოება არ იქნება დაცული. 

მოქალაქეების ნაწილი გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას, ტელეკომპანიის შენობასთან აპროტესტებდა. ისინი ტელევიზიიდან გიორგი გაბუნიას წასვლას, ასევე არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვდნენ.

რუსთავი 2-ის მენეჯმენტმა განცხადებაც გაავრცელა და გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო ბოდიში მოიხადა.

რედაქცია მიიჩნევს, რომ  საკუთარი პოზიციის ამ ფორმით გამოხატვა მიუღებელია და საკითხს "რუსთავი ორის" თვითრეგულირების საბჭო განიხილავს. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი