რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხვალ შეწყდება 

07 ივლისი 2019, 19:44 2372 ნახვა

ხვალ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდება. 21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიმართულებით ფრენა აეკრძალა ქართულ ავიაკომპანიებს. საჰაერო მიმოსვლის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანას პროტესტი მოჰყვა.

გავრილოვს ქვეყანა დაატოვებინეს. რუსეთის მხრიდან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის ეს პირველი შემთხვევა არ არის. პირდაპირი ფრენები გაუქმებული იყო 2006-2008 წლებში, მოგვიანებით კი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლამდე. სრულად აღდგა მხოლოდ 2015 წლიდან. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში იკლო რუსი ტურისტების რაოდენობამ, რაც 2018 წლიდან იყო გაზრდილი, თუმცა ტურიზმის ექსპერტები ამბობენ,რომ ბაზრის დივერსიფიცირების გამო, ეს სფეროს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში