27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

25 აგვისტო 2016, 00:00 2990 ნახვა

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება 12 საათიდან დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ  წელს სტუდენტი 27 ათას 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. წელს გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი ჩაირიცხა.

ამავე კატეგორიაში