''ქვეყნის სამსახურში“ - აქცია რუსთაველზე 7 საათზე განახლდება

07 ივლისი 2019, 12:20 1091 ნახვა

თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია დღეს, საღამოს 7 საათზე ისევ განახლდება. სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ. გუშინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან  ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს. "თავისუფლების მარშის" მონაწილეებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიმართეს, თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დემონსტრანტების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციებს არ შეწყვეტენ. „თავისუფლების მარშს“   "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდნენ. რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო, როცა რუსეთის დუმის დეპუტატს –სერგეი  გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს. აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს დაშავდა 240 ადამიანი.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში