მშვიდობის მარში

06 ივლისი 2019, 20:00 981 ნახვა

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - მათ შორის მუსიკალური ნომრებით. აქციის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლისა და მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება.

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 4 პირია დაკავებული. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას კი  სახლიდან გასვლა აეკრძალა. მას სპეციალური სამაჯური გაუკეთეს. პერიოდულად აქციები იმართება სხვადასხვა ქალაქში. პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. დღეს თბილისში კიდევ ერთი თავისუფლების მარში იგეგმება. მსვლელობა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან უნდა დასრულდეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში