20-21 ივნისის საქმე - სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს

06 ივლისი 2019, 12:30 1106 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პ

როკურატურის ინფორმაციით, 20 ივნისის   აქციაზე იგეგმებოდა პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა. უწყებაში ამბობენ, რომ გაფართოვდება პასუხისმგებელ პირთა სია, მათ შორის სამართალდამცავებისაც. ომბუდსმენი პროკურატურის ბრალდებასთან დაკავშირებით  მეტ მტკიცებულებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში