ქარელის ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა

05 ივლისი 2019, 18:09 1387 ნახვა

ქარელის უკვე ყოფილი ვიცე-მერი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასულიერო პირებთან კონფრონტაცია არ სურს, რამდენიმე დღის წინ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ძამის ხეობაში სასულიერო პირების მიერ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შევიწროვებაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, მათი ხეობიდან განსახლება გამოიწვია. 

დაბრუნდაშვილის ბრალდებას უარყოფს ქარელის მერი, თუმცა ვიცე-მერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საკითხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გამოეხმაურა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში