პლაკატების განთავსების წესი - საკონსტიტუციო სარჩელი

05 ივლისი 2019, 11:09 979 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საკონსტიტუციო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის შენობებზე პლაკატების გაკვრა ისევ იკრძალება, თუმცა შესაძლებელი ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობიდან პლაკატების და ბანერების განთავსება,  მეპატრონესთან შეთანხმებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აქამდე მოქმედი ნორმით იზღუდებოდა აზრის კოლექტიური გამოხატვის თავისუფლება, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში