სარფში მოქალაქეს ოქროს ნივთები სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული  - საგამოძიებო სამსახური

04 ივლისი 2019, 10:24 2321 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები სარფის საბაჟოს გავლით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

ორ შემთხვევაში, ბრალდებულები, ავტომობილში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ ძვირფასი ნაკეთობების შემოტანას. ერთ მოქალაქეს კი, ძვირფასეულობა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი