მავთულხლართებს მიღმა - Amnesty International-ის ანგარიში

03 ივლისი 2019, 18:06 1215 ნახვა

„ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა“ - „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად ახალი ანგარიში წარადგინა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან ახლოს მცხოვრებლებს ეხება. ავტორების განცხადებით, დოკუმენტი ააშკარავებს რუსეთის მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ შედეგებს, დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული ისტორიები.

რეკომენდაციათა უმეტესობა რუსეთისთვის შემუშავდა,  მთავარი მათ შორის გადაადგილების გამარტივებაა. ანგარიშში „ბორდერიზაციით“ გამოწვეულ სხვადასხვა შეზღუდვაზეა საუბარი: უფლებათა დარღვევები, უკანონო დაკავებები,არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მიწებისა და საძოვრების მიტაცება, ოჯახური ცხოვრებისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა.  საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ასევე დე ფაქტო მთავრობებს, ქართულ მხარეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში