სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები +56.52%-ით გაიზარდა - შსს

03 ივლისი 2019, 12:41 1613 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით 56% არის გაზრდილი სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების შემთხვევები.

ჩინოვნიკებმა თუ რიგითმა თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს ქრთამი სულ 36-ჯერ აიღეს. აქედან 11 შემთხვევა სამართალდამცველებმა გახსნეს. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი მსგავს კატეგორიაში 23 შემთხვევა იყო აღრიცხული, აქედან 6 გახსნილია. 

​პირველი იანვრიდან 31 მაისს ჩათვლით, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 284 სამოხელეო დანაშაული დაფიქსირდა, პოლიციამ 21 გახსნა. ​2019 წელს კი მაჩვენებელი 36-ით არის შემცირებული და 248 შეადგენს. საქმეების 7.26% ამ დრომდე გაუხსნელია. 

გაზრდილია ​სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, წელს 38 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან მხოლოდ 3 გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მსგავსი მუხლით ჩადენილი დანაშაული 35.71% მეტია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში