მძღოლები ვიდეოჯარიმას დღეიდან POLICE.GE-ზე ონლაინ გადაიხდიან 

03 ივლისი 2019, 10:24 28769 ნახვა

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ. 

POLICE.GE-ს სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა. 

''სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში