სეზონური დასაქმება და პრობლემები

02 ივლისი 2019, 18:10 2475 ნახვა

ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი მუშაობს არალეგალურად თურქეთში არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ მათი რიცხვი  სეზონის მოახლოებისთანავე იზრდება. ასობით ქართველი ზაფხულში, მეზობელ ქვეყანაში ძირითადად, თხილის ან ჩაის საკრეფად გადადის.

არალეგალურად დასაქმების შემთხვევაში, იზრდება რისკები, იმისა, რომ დასაქმებულებს გამომუშავებული თანხა დამსაქმებელმა არ გადაუხადოს.

მიუხედევად იმისა, რომ უკვე ორი წელია, თურქულმა მხარემ ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა, მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დასაქმდნენ ისინი ლეგალურად.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში