სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე

02 ივლისი 2019, 14:56 1594 ნახვა

1920 წლიდან ყოველი წლის  2 ივლისს მსოფლიოში სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე  აღინიშნება.  ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანტვერპენში მიმდინარე ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა. საქართველო ასოციაციის წევრი 1992 წლიდან გახდა.

დღეს სპორტული ჟურნალისტიკის გამოწვევებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სპორტულმა ჟურნალისტმა გოგი მურვანიძემ გვესაუბრა, რომელიც ამ სფეროში 50 წელია მუშაობს. მისი თქმით სპორტულ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ტეკნიკური შედეგების გაშუქება, არამედ  პრობლემაზე მუშაობა და ღრმა ანალიზი.

ფიქრობს, რომ  ბათუმში სპორტული ჟურნალისტების დეფიციტია, რის გამოც საჭიროდ მიიჩნევს  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ერთ-ერთი მიმართულებად სპორტული ჟურნალისტიკა ისწავლებოდეს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში