პროპორციული არჩევნები - პროექტის პრეზენტაცია

01 ივლისი 2019, 21:21 1160 ნახვა

ეს ყველაფერი დაიწყო სერგეი გავრილოვის მოწვევით, მას შემდეგ რაც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ანტისაოკუპაციო აქციები, შემდეგ კი აქციის დაშლის გამო გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. ამ მხრივ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლება ამ ეტაპზე ისევ არ გეგმავს - ფასი - ანუ ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა, ეს გადამდგარი კობახიძე და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა - ე.წ. ბუნებრივი ბარიერით, ბლოკების გარეშე, მხოლოდ სიებით არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

ანუ ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ოცნებას ხმების რაოდენობის მიხედვით დაახლოებით 72 დეპუტატი ეყოლებოდა პარლამენტში და არა 100-ზე მეტი. „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დაესწრო.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში