"ესეც იყო სამწუხაროდ ერთგვარი პროვოკაცია" - კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოზე

01 ივლისი 2019, 18:22 1700 ნახვა

"ესეც იყო სამწუხაროდ ერთგვარი პროვოკაცია, ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მეორე დღესაც"-ასე უპასუხა  საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობდა თუ არა უხერხულობას, როდესაც 19 ივნისს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში საერთო ფოტო გადაიღო.

„როცა დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი  ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია იქვე ვერ გაიქცევი იმ ადგილიდან. იყო პროვოკაციებზე საუბარი სხვათაშორის ოპოზიციის წარმოამდგენლებთანაც. ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რომელიც თან ახლა ამ ანსამბლეის საქართველოში ჩატარებას. მთავარი რისკი მდგომარეობდა იმაში, რომ რუსი დეპუტატი იყო ასამბლეის პრეზიდენტი  და ეს რისკები გვქონდა ჩვენ აწონ-დაწონილი და შესაბამისი ზომები მივიღეთ, განსაკუთრებით პირველი დღისათვის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, 100%-ით ამ რისკებისგან თავის დაზღვევა გახდა შეუძლებელი. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო,“- განაცხადა საკითხის კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა  თავმჯდომარის პოსტის დატოვების საკითხთან დაკავშირებითაც. თქვა, რომ იმაზე რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა პასუხისმგებლობას სრულად იზიარებს.

„საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად იმაზე რაც ხდება საქართველოს პარლამნეტში. აქედან გამომდინარე,  რაც მოხდა პარლამენტში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატის დაჯდდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე,  ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და რა თქმა უნდა  საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის მაინც პარლამენტის თავმჯდომარესთან. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ეს იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.  იმავე დღეს შევთავაზე მე ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდს“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის უკვე  ყოფილმა თავმჯდომარემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი