პარტიების დაფინანსების ახალ სქემაზე ვმუშაობთ - ირაკლი კობახიძე

01 ივლისი 2019, 16:46 1593 ნახვა

2020 წლის არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება. მმართველი გუნდი დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს.

"პარტიების დაფინანსების წესი ასევე არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი. ამაზე მსჯელობა წარიმართება“, - განაცხადა დღეს,  ირაკლი კობახიძემ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

პრეზენტაციას  პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  ესწრებიან. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობენ.

გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მმართველი გუნდის ყველა დეპუტატი დაუჭერს მხარს - აცხადებს ''ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში