აჭარაში, ხვალიდან ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს

01 ივლისი 2019, 10:25 2167 ნახვა

 აჭარაში ხვალ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში (ბათუმი, ქობულეთი) +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში კი (ქედა, ხულო, შუახევი) +28, +30 გრადუსი იქნება. 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (uv index) ხვალისთვის იქნება მაღალი.

2 ივლისს, დღის საათებში თბილი და მშრალი ჰაერის მასები გავრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის გავლენითაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში კი +31, +33 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ამინდის გრძელვადიან პროგნოზსს - მიმდინარე კვირა თბილი და უმეტესად უნალექო იქნება.

ფოტო: დათო ტრაპაიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში