ჩვენ არაფრის გვეშინია, ეშინოდეს გახარიას - ბექა ბასილაია

30 ივნისი 2019, 20:43 1458 ნახვა

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ დაწყებული პროტესტი მესამე პირობის შესრულების გარეშე არ დასრულდება. მოთხოვნა კი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლაა.''

ჩვენ არაფრის გვეშინია, ეშინოდეს გახარიას, რომელიც დამნაშავეა. დღეს ჩვენ ვითხოვთ მის გადადგომას. გახარია ან გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს და წავა იმ ქვეყანაში, რომელმაც აგენტად მოავლინა საქართველოში, თუ არადა მოღვაწეობას დაასრულებს მატროსოვზე. 

ეს არ არის ლიტონი სიტყვები. გახარია გადადგომის მოთხოვნა ეს არ არის ფორმალური მოთხოვნა. ეს უაღრესად პრინციპული მოთხოვნა ამ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, რომელსაც საქართველო ჰქვია.

პოლიციელებო, თქვენი ქმედებების ლეგიტიმატიცას, გახარიას თანამდებობაზე ყოფნა ყოველდღე უთხრის ძირს.  

გახარია აუცილებლად გადადგება, მთავარია ჩვენ ვიდგეთ მტკიცედ. მადლობა მხნეობისთვის, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად...'' - მიმართა აქციის მონაწილეებს მოშიმშილე ადვოკატმა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში