"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

29 ივნისი 2019, 00:32 3255 ნახვა

 ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

,,გიორგი დიასამიძე  მეგობრებთან ერთად  "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისიდან 18 საათზე გავიდა. ის  შეკვეთილში მიდიოდა, სადაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია. გზაში ქართულ ნომრიანმა  მანქანამ რამდენჯერმე სპეციალურად შეუქმნა  გიორგი დიასამიძის მანქანას დაბრკოლება. ბოლოს შუა გზაზე გააჩერა, გზა გადაუკეტა და მძღოლი გადმოვიდა. ის რუსულ ენაზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩვენს აქტივისტს, გიორგი რომ მივიდა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მას გატეხილი აქვს შუბლის არე. ეს იყო სუსის პროვოკაცია. ჩვენი ინფორმაციით მეორე მხარის ვინაობა დადგენილი აქვს პოლიციას.“-ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდატ ქამადაძე.

მისივე თქმით, გიორგი დიასამიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს,რომ  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში