აქციის მეცხრე დღე

28 ივნისი 2019, 21:50 1223 ნახვა

მთავრობა არ გადადგა - არც გახარიას გადადგომა იგეგმება - ეს ის არის რაც მინისტრებმა ხალხს დღეს რამდენჯერმე გაუმეორეს - ახლა დღის მთავარი შეკითხვა ისევ შემდეგია - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება და რატომ არ  პასუხობს ამ შეკითხვას გიორგი გახარია პირდაპირ?

უპასუხოდ დატოვებულმა კითხვამ დამატებითი არაერთი შეკითხვა გააჩინა - მათ შორისაა ხომ არ ჩაერია პროცესში არაფორმალური მმართველი? მიუხედავად პრემიერის ორი ხანგრძლივი ბრიფინგისა, მიუხედავად გიორგი გახარიას თითქმის 2-საათიანი შეხვედრისა და დღეს ისევ ჩატარებული პრესკონფერენციისა, აქცია არ იშლება - პარლამენტის შენობის წინ პროტესტი დღესაც განახლდა - ეს აქციის მეცხრე დღეა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში