ეს ფორსმაჟორია და ბავშვები არაფერ შუაში არიან - ადა მარშანია გამოცდებსა და ენგურის ჩაკეტვაზე

28 ივნისი 2019, 12:47 1600 ნახვა

''პატრიოტთა ალიანსის'' წევრი ადა მარშანია ამბობს, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტებმა, შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.  დეპუტატი ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრომ აღნიშნული ახალგაზრდებისთვის გამონაკლისი უნდა დაუშვას და გალში მცოხვრებ აბიტურიენტებს გამოცდების მოგვიანებით ჩაბარების უფლება მისცენ.

“გუშინ საღამოს ენგურზე გადასასვლელი დაიკეტა. ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. მიზეზად პირდაპირ იმ პროცესებს ასახელებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ამას არაუშავს, გასაკვირი არ არის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ აბიტურიენტები ვერ გადმოდიან, არ უშვებენ. მომავალი კვირიდან ეროვნული გამოცდები იწყება. ეგებ მივმართოთ განათლების სამინისტროს თხოვნით, განაცხადებით, რომ ეს გაითვალისწინონ. ეს არის ფორსმაჟორი და ბავშვები არაფერ შუაში არიან. მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ გამოცდები მერე ჩააბარონ“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. 

10 დღის წინ, 17 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლა შესთავაზა.  განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო სტუდენტებს გადასახადს დაუფინანსებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში