საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 24 მედალია

28 ივნისი 2019, 12:27 1539 ნახვა

ევროპული თამაშების მე-7 დღეს საქართველოს დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. ორივე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა. გადამწყვეტ შეხვედრაში ხინჩეგაშვილი მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდა თუმცა 10:2 დამარცხდა. კიდევ ერთი მედალი 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა. ოდიკაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. მედლების გარეშე დარჩნენ  ნიჩბოსნები.

საქართველოს დელეგაციას მე-7 საშეჯიბრო დღის შემდეგ 24 მედალი დაუგროვდა. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 6 ოქროს, 7 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალია. საერთო ჩათვლაში საქართველო 50 ქვეყანას შორის მე-5ადგილზეა. მინსკის სპორტის სასახლეში ქართველ მოჭიდავეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  ბელარუსელ კოლეგებთან ერთად გულშემატკივრობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში