120 დღეში საქართველოში 24 ადამიანი მოკლეს, ხოლო 861-ის მკვლელობის მცდელობა იყო - შსს-ს სტატისტიკა

30 ივნისი 2019, 19:05 3284 ნახვა

საქართველოს მასშტაბით, 120 დღეში პოლიციელებმა 1008 დანაშაული დააფიქსირეს, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ან მოქალაქე განზრახ მოკლეს.  

თუ სტატისტიკას ჩავშლით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, გამოდის რომ დღეში 8 ადამიანს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობა.  

გასული წლის, იდენტურ პერიოდში, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები 218-ით ნაკლები იყო. შესაბამისად, დანაშაულების რაოდენობა ორი ასეული შემთხვევით გაიზარდა.   

1008 შემთხვევიდან, 10 დანაშაულის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი 14 შემთხვევაში დაფიქსირდა.

ამ კომპონენტშიც გაზრდილია მაჩვენებელი, რადგან დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ფაქტი გასული წლის იდენტურ პერიოდში ექვსი იყო.  

4 თვის განმავლობაში მკვლელობის მცდელობას ადგილი 42-ჯერ ჰქონდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება 819 შემთხვევაში დაიწყო, რაც გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 185-ით მეტია.

გაზრდილია სხვადასხვა სახის რეგისტრირებული დანაშული, 2019 წლის 4 თვეში - 23 110 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 4362-ით მეტია.

23 110 ფაქტიდან, დღეის მონაცემებით გახსნილია - 6 563 შემთხვევა. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში