გუნდში არ გვყავს არავინ, ვინც სკამს გამოეკიდება - პრემიერ მინისტრი

27 ივნისი 2019, 19:26 1685 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მმართველ გუნდში არ მოიპოვება თანამდებობის პირი, რომელიც საკუთარ სკამს გამოეკიდება და საჭიროების შემთხვევაში პოსტიდან წასვლას ვერ შეელევა. 

მამუკა ბახტაძემ დღეს თქვა, რომ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ და არა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.  

„რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭვირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე. ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში. 

ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავინახავთ და გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ გუნდში არ გვყავს არავინ რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

''ჩვენ ვამბობთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეულ სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამ კადრების დეტალური ანალიზი და წარვუდგინოთ საზოგადოებას. ჩვენს ჯგუფში ვერავის ნახავთ, რომელიც სკამს დაიცავს ყველაფრის ფასად'' - ამბობს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში