რა გიქნათ ბიძინა ივანიშვილმა?! - გაგაშიშვლათ... ნიკა მელია კოლეგებს

27 ივნისი 2019, 16:36 1401 ნახვა

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, დამტოვებდნენ პატიმრობაში თუ გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლებდნენ, ამ ყველაფერს მაინც პოლიტიკური სარჩული ექნებოდა'' - კომენტარი ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

''მე არ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთან დაკავშირებით და მე ამის შესახებ ვუთხარი პირდაპირ მოსამართლეს პროცესის დაწყებისთანავე. პირდაპირ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი.  რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება-თქო.

ჩვენ გუშინ 92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახეთ, რომლებმაც ვითომ იმსჯელეს მთელი დღის განმავლობაში, ილაპარაკეს მტკიცებულებები საკმარისიაო. ასე იქცეოდა ყველა, რამდენიმე ვაჟკაცი დეპუტატის გარდა ''ქართული ოცნებიდან''.  

ახლა რა თქმა უნდა ვითარება შეიცვალა, დიდწილად საზოგადოებრივი განწყობების ​და როგორც ჩანს საერთაშორისო, ჩვენი პარტნიორების მეშვეობითაც. ბიძინა ივანიშვილი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც ჩინჩალაძის ძმაკაცს გააკეთებინა, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსამართლე.

ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატი გუშინ დილიდან დაიჯინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარის გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს ჩემს წინააღმდეგ. მერე ეს ყველაფერი დროში გაიწელა და ყველამ გაიგო რასთან გვქონდა საქმე, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ყური აუწიეს.

92 დეპუტატს მივმართავ, ჰკითხეთ კარგად ბიძინა ივანიშვილს რა გაგიკეთად? - გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, დაგაჩოქათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ - მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად... '' - თხრა ჟურნალისტებს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ სასამართლომ მას გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესა. 

''ერთი აკრძალვა, რაც დამამახსოვრდა არის საჯარო სივრცეში განცხადებების შეზღუდვა. მე აქციებზე ვერ გამოვალ სიტყვით, ეს მაქვს აკრძალული. მოქმედი დეპუტატი ვარ და იმედია პარლამენტში სიტყვით გამოსვლას არ ამიკრძალავენ" - ამბობს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი. 

ნიკა მელია 30 00 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლე თემურ გოგოხიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში