პრემიერ მინისტრმა პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია

27 ივნისი 2019, 12:00 1566 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით დღეს აღარ გამოვა, მამუკა ბახტაძემ რეგლამენტი დაარღვია. 

''ქართული ოცნების'' წევრები ამბობენ, რომ პრემიერის ყოველწლიური მოხსენების თარიღის გადატანა რეგლამენტიდან გადახვევაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღეს.

''სანამ კითხვას დამისვამთ მე გეტყვით, ეს იქნება რეგლამენტიდან გადახვევა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქნათ სრულფასოვანი და კარგი პრეცედენტი თემაზე სასაუბროდ. ქვეყანაში არ არის დღეს შესაბამისი სიტუაცია, როცა შეიძლება გაკეთებულ და ხვალ გასაკეთებელ საქმეებზე ვისაუბროთ. ეს ნამდვილად არაადეკვატურად გამოჩნდება.

გულწრფელი პოზიციაა, რომ თარიღის განსაზღვრის შესახებ, კონსულტაციები გავმართავთ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ვისაუბრებთ როგორც მიმდინარე მოვლენებზე ,ასევე სამთავრობო პროგრამაზეც. მაშინ ეს ბოლომდე ადეკვატური იქნება. შეგვეძლება საქმიანად ვისაუბროდ ყველა დეტალზე. მათ შორის უკანასკენლ მოვლენებზე'' - თქვა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა.  

პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარუდგინოს მოხსენება.

საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები ხვალ, 28 ივნისს სრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში