პარლამენტის წინ  აქცია განახლდა 

26 ივნისი 2019, 21:30 1102 ნახვა

ერთკვირიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ ხნის განმავლობაში განვლილი გზა კი დაახლოებით ასე გამოიყურება - გავრილოვიდან მოქალაქეებისთვის რეზინის ტყვიების სროლამდე, მოქალაქეების დაშავებიდან კობახიძის გადადგომამდე, გადადგომიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე და ბოლოს ისევ გავრილოვის წინააღმდეგ დაწყებული აქციის ეპიზოდისთვის ნიკა მელიას დაკავებამდე - ეს გზა საქართველომ  7 დღეში გაიარა - ამ ერთი კვირის მანძილზე - მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.

გიორგი გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობის იღებს ისევ არ აპირებს - მმართველი გუნდის ღერძად მიჩნეული მინისტრი ბოლო პერიოდში არც ტელეკამერების წინ ჩანს - მას ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა არც ისე ცოტაა მოწინააღმდეგეთა რიცხვი  - ამას კი თვალხილული აქციები ადასტურებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში